სასტუმრო „მერკურმა“ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარები საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟა

  • 09 იანვარი 17:14
  • 430

ჩერმოვეცკის ფონდი – ერთერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. სასტუმრო „მერკურმა“ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები საზეიმო საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟა.

„სიკეთის კეთება ერთად უფრო ადვილია, ამიტომ ჩვენ ფონდს მხარს უჭერენ გულისხმიერი ადამიანები, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ სხვისი პრობლემები.

სასტუმრო „მერკურის“ ხელმძღვანელობამ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი 30 ბავშვი საახალწლო წვეულებაზე თავის რესტორანში დაპატიჟა. ეს ბავშვები არასოდეს ყოფილან რესტორანში და ამდენი გემრიელი სასუსნავიც არასდროს უნახავთ. სასტუმროს პერსონალი უმაღლეს დონეზე ემსახურებოდა მათ!

ბავშვებს სიხარულისგან თვალები უბრწყინავდათ! წვეულების დასასრულს პატარა სტუმრებმა საჩუქრად სუვენირები და ტკბილეული მიიღეს.

ეს დაუვიწყარი დღე იყო მათთვის, ბავშვებს არ უნდოდათ რომ ის დასრულებულიყო.

მთელი სულით და გულით ვუხდით მადლობას სასტუმრო მერკურის ხელმძღვანელობას! თქვენ ბავშვებს დაუვიწყარი ზეიმი მოუწყვეთ! დიდი მადლობა!“ - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.

ფონდი, რომელიც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დააარსა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: www.fsp.ge

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: www.facebook.com/SocialPartnership

[R]

სხვა სიახლეები