გიგი უგულავა: ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა მისი ქცევები

  • 09 იანვარი 17:19
  • 1439

ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა მისი ქცევები, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

”მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს.

მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც.

”მიშასთან მქონდა საუბარი, თუმცა ძნელია მობილურით კომუნიკაცია . საუბარი იყო მოკითხვით, ადამიანურ დონეზე. შეხვედრის სურვილი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, რადგან მე ვერ ვტოვებ ქვეყანას, ხოლო მიშა ვერ ჩამოდის საქართველოში. რაც შეეხება მის პოზიციას პარტიის დაშლასთან დაკავშირებით, ეს თავად მან უნდა დააფიქსიროს, მე ვერაფერს გეტყვით”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

სხვა სიახლეები