სოსო მანჯავიძე: ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს, მართლა

  • 09 იანვარი 14:55
  • 2660

საკრებულოს დეპუტატი, სოსო მანჯავიძე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება:

"საოცარი ხალხი ვართ. როცა ნაცებს რამე ან ვინმე შეეხება,მაშინ ახსენდებათ,რომ ,თურმე,ლინჩის წესი ცუდია,და პროკურატურას და სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დაელოდოს ყველა. თითქოს ან სასამართლო არსებობდეს ,ან კიდევ პროკურატურა ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით.მოკლედ, გიგის და მწამებლებს თავისუფლება,მიშას წითელი ხალიჩით გაცილება, ხოლო ვინმე თუ მათ რამეს შეჰკადრებს მათი არამზადობისთვის-ანათემა.გამოაცხადონ ბარემ-სამართალი და პრივილეგიები მხოლოდ აწინდელ და პორტირებულ ნაცებს.მაგარი ქვეყანა ავაშენეთ-სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისთვის, ტერიტორიების ჩაბარებისთვის, ათასობით ადამიანის გაუბედურებისთვის და ასეულმილიონობით თანხის ჩაჯიბვისთვის ნულოვანი პასუხისმგებლობა მაგრამ, თუ ამის გამო გამწარებული ადამიანი ამ ყველაფრის ჩამდენებს რამეს აკადრებს, კანონი უნდა ამუშავდეს მთელი სიმკაცრით და დასაჯოს დამრღვევი.ვაი,ჩვენს პატრონს,უბედურს,მართლა."

სხვა სიახლეები