„თიბისი ბანკი“ 2016 წელს აჯამებს

  • 09 იანვარი 12:24
  • 457

თიბისი ბანკი“ განვლილ 2016 წელს აჯამებს - რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში თუ მსოფლიოში. ამბები ნამდვილად ბევრი იყო - საინტერესო, მხიარული თუ სევდიანი, პოლიტიკურად ცხელი და ეკონომიკურად აქტუალური, კულტურული თუ სპორტული - მოკლედ, მოსაწყენად არავის ეცალა მსოფლიოში 2016 წელს. 

თიბისი ბანკმა“ გადაწყვიტა, ეკითხა მოქალაქეებისთვის, თუ რას გამოყოფდა იმ ამბებიდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდათ 2016 წელს. კომპანია ACT-ის დახმარებით 300-მდე ადამიანი გამოიკითხა. 

გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიო ამბების ტოპ-ათეულში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები, სირიის ომი და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ლიდერობს. თუმცა გამოკითხულებს არც ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარი დაავიწყდათ და არც აიფონ 7-ს გამოსვლა. 

საქართველოში ტოპ-მოვლენების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ლარის კურსი, საპარლამენტო არჩევნები და ვიზალიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ათეულში ისეთი კარგი ამბებიც მოხვდა, როგორიც არის რომის პაპის ვიზიტი საქართველოში, ქართველი სპორსტმენების წარმატება ოლიმპიადაზე და Black Sea Arena -ს გახსნა.

 

 

და ბოლოს, თიბისი ბანკმა კითხა მოქალაქეებს, რით დაამახსოვრა თიბისიმ თავი 2016 წელს. თიბისის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: ბანკი რესპუბლიკის შეძენა, რაგბის კავშირის პარტნიორობა, პრემიუმ ლისტინგი, პროექტი ბიზნესდაჯილდოება და კამპანია #ვინცარუნდაიყო.

სხვა სიახლეები