"ხომ ვიცი როგორ განიცდის ერი თავისი გზასაცდენილი შვილების უწესობას და უსაქციელობას!

  • 09 იანვარი 12:24
  • 1195

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი, ესეისტი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ორი დღეა რაღაც მინდა მოგიყვეთ ფრანგული კრიმინალური ქრონიკიდან,მაგრამ მას შემდეგ რაც იმ ბიჭმა რ2 ის გენდირექტორს პატარა "შარლი ებდო" მოუწყო, სიტყვა ვერ ჩავაგდე ფ-ბუკზე -ყველა ამაზე ლაპარაკობდა, პატარა იესოც კი დაავიწყდათ...შობის მოლოცვაც ვერ მოვასწარი.. ან ვისთვის მიმელოცა, ყველა ილანძღებოდა! არა და ნამდვილი 60-70 იანი წლების ფრანგული პოლიციური ფილის სცენარივით ამბავია: რამდენიმე დღის წინ პარიზში ერთ ცნობილ საიუველირო სახლს (სახელი არ გამოქვეყნებულა, ეტყობა არ სურთ პატრონებს) ისეთი საოცარი "კუკლა"ჩაუტარა ერთმა ტიპმა , რომ ტელეჟურნალისტებს ხომ აშკარად სახეზე ეწერათ აღფრთოვანება! - ინტერვიუს დროს პოლიციის კომისარი ქალიც კი პატივისცემით ლაპარაკობდა:" ვიღაც ვირტუოზია ! - ჩვენი დროის არსენ ლუპანიო" (ლეგენდარული ფრანგი დენდი ქურდი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში), ისე ლაპარაკობდნენ გამოგიტყდებით, ცოტათი შემშურდა და წამით გამიელვა- ვინ იცის, იქნებ ქართველიც აღმოჩნდეს მეთქი..:)

მოკლედ 30 დეკემბერს ამ ცნობილ უცნობ საიუველირო სახლში პარიზის მერვე ოლქში, ორმოცი წლის ელეგანტური ანუ როგორც "თბილისი" იტყოდა " იმპოზანტნი" მამაკაცი შევიდა და წარუდგა, როგორც ძვირფასი ბიჟუტერიის სპეციალისტი, რომელიც ერთი უცხოელისათვის 5,5 მილიონი ევროს ძვირფასეულობისშეძენას აპირებდა.იდუმალ უცნობს ბუატიეს ქუჩაზე შვეიცარულ პრივატულ ლუქს შოუ რუმში დაუნიშნეს შეხვედრა და იქ შესთავაზეს რამდენიმე იშვიათი ეკზემპლარი. მან აირჩია ორი ბრუტი ცისფერი ბრილიანტის ქვა და ბრილიანტებითა და სხვა ძვირფასი ქვებით გაწყობილი ორი ბეჭედი. ყველაფერი დიდ კონვერტში ჩაუწყეს და მისცეს რომ გვერდით ოთახში გასულიყვნენ გადასახდელად.. 5,5 მილიონი ევრო ზუსტად! ის კი უცებ მობრუნდა, რატომღაც კონვერტი უკან დააბრუნა, თქვა რომ კიდევ იფიქრებდა და წავიდა.ამაში საეჭვო არაფერია - ბოლო მომენტში მყიდველი ხშირად იკავებს ტავს. საიუველიროში მხოლოდ შუადღეს მიხვდნენ, რომ "არსენ ლუპანმა" ნამდვილი ბრილიანტები და ბეჭდები თან წაიღო,მათ კი ნაკეთობებისა და ქვების ზუსტი ასლები დაუტოვა წინსწარ მომზადებული ისეთივე კონვერტით.წარმოდგენა არა აქვთ ვინ არის... ისე კი ეძებენ პატიოსნად, რა ქნან! :) 

აი ეს მინდოდა მომეყოლა ტვში რომ ვნახე მეორე დღესვე, ვიფიქრე საცივით დამძიმებულ ხალხს შობას მივულოცავ და გავამხნევებ - ვეტყვი , მარტო ქართველები არ იპარავენ და ჟულიკობენ მეთქი...ხომ ვიცი როგორ განიცდის ერი თავისი გზასაცდენილი შვილების უწესობას და უსაქციელობას ! მაგრამ ვინ გაცალა! სულ ამ ჩხუბზე ლაპარაკობს ყველა - იმ ბიჭის სამაგალითოდ დასჯას ითხოვენ - მგონი საჯარო ჩამოხრჩობას! ახლა ვიფიქრე, თბილისია, ხალხი ქეიფობს..ხომ იცით... სანამ კიდევ ვინმე გაულახიათ იქნებ მოვასწრო მეთქი და მგონი მოვასწარი :)

სხვა სიახლეები