დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა ვაკის რაიონის 360 აბონენტს

  • 09 იანვარი 11:43
  • 420

ვაკის რაიონში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში კერძო კომპანიამ მექანიკურად დააზიანა სს „თელასი“-ს მაღალი ძაბვის კაბელები. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაზიანების გამო დღეს 09:30 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა ვაკის რაიონის 360 აბონენტს, კერძოდ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 

თელასი“-ს ტექნიკური სამსახური აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და აბონენტების ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სხვა სიახლეები