პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • 09 იანვარი 10:50
  • 1423

სააკაძის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ისინი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გაიგუდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. ტელეკომპანიის ინფორმაციითთ, საქმეს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებენ.

ახალი ამბები

1893 სტატია

სხვა სიახლეები