"შვილს მამა მოუკვდა! გულწრფელი სამძიმარი ნიკას! "

  • 08 იანვარი 22:23
  • 3479

მედიაჰოლდინგის “რეპორტიორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მამის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

"რამდენიმე დღე ფბ-სთან კონტაქტი არ მქონია, თბილისში არ ვიყავი... "რაღაც-რაღაცეები" მომხდარა და... მათზე სხვა დროს... მაგრამ ერთ სამწუხარო ფაქტს მინდა გულწრფელად გამოვეხმაურო. ანზორ გვარამია გარდაცვლილა. ნიკა გვარამიას მამა! შვილს მამა მოუკვდა! გულწრფელი სამძიმარი ნიკას! გამაგრება! წონასწორობა! ვწუხვარ, რომ თბილისში არ ყოფნის და ამ სატკივარის მეტისმეტად მოგვიანებით გაგების გამო, ვერ დავესწარი დაკრძალვას და უშუალოდ ვერ გამოვხატე სამძიმარი."

სხვა სიახლეები