"ეს გვარამიობა, სააკაშვილობა, ბოკერიობა, ახალაიობა არის ბოროტი ავადმყოფობა, ძალიან მძიმედ განსაკურნი"

  • 08 იანვარი 21:56
  • 1582

„ამ ქვეყანაზე თუ რამე არის მანკიერი - ეს არის გვარამია", - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.

„გვარამია არის ჩვენი საზოგადოების მანკიერების სახე, თუ რამე არის მანკიერი ამ ქვეყანაზე - ეს არის გვარამია. ეს ადამიანი არის შხამქიმიკატების კომბინატის დირექტორი, რომელიც შხამის მეტს არაფერს არ აფრქვევს ამ საზოგადოებაში. ცილისწამების, სიცრუის, ბოროტმოქმედების, აი ამ ნაციონალური უბედურების სახეა, რომელიც სამწუხაროდ გვჭირდა. აი ამ სარკომის სახეა და ეს სარკომის ნაწილები დღეს წამლავენ ქართველ საზოგადოებას. სამწუხაროდ, დაავადებულები ვართ ამ სარკომით და ნელ-ნელა ვიშუშებთ ამ უბედურებას და იმედია, საბოლოოდ გამოვჯანმრთელდებით, მაგრამ მაგას დრო სჭირდება, სამწუხაროდ. ეს გვარამიობა, სააკაშვილობა, ბოკერიობა, ახალაიობა არის ბოროტი ავადმყოფობა, ძალიან მძიმედ განსაკურნი.

როდესაც გაუთავებლად გესმის შენი ოჯახის შეურაცხყოფა, სიბილწე და ცილისწამება. როდესაც ადამიანები არიან შენი ოჯახისა და შენი ჯანმრთელობის გაუბედურების ავტორები და ეგეთ კაცს შეხვდები, შეიძლება თავი ვერ შეიკავო.

ახლა თვითონ, რატიმ რომ გადაწყვიტა გამოძიებასთან თანამშრომლობა, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონაც არ არის ამ ფაქტით გახარებული, სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდა. ეს, რაც მოხდა, დიდად გასახარებელი ამბავი არ არის, მაგრამ ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ, ქვეყანაში არსებობს ტრადიცია, ღირსება, როდესაც ღირსებას ულახავ ადამიანს, პასუხიც სხვადასხვანაირია... რატიმ ასეთი პასუხი გასცა. მას რომ შურისძიება სდომოდა ოთხი წლის წინ იძიებდა შურს", - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

სხვა სიახლეები