ანდრო ბარნოვი: დღეს წყდება დილემა მონურ არსებობასა და თავისუფლებას შორის

  • 08 იანვარი 19:01
  • 1369

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამოქალაქო რეფორმაციის" დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. 

"დამიჯერეთ, რასაც დღეს ენმ-ს უკეთებენ, ეს არ არის უბრალოდ კონკურენტი პარტიის დასუსტება და გზიდან ჩამოშორება, ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის საბოლოო გაძევების მცდელობა. როგორც საბოლოო მიზანი, ეს არის იმ ძირითადი მოტორის გაჭეჭყვის მცდელობა, რომელიც კვებავს საქართველოს საზოგადოების პატრიოტულ აზრს და სულისკვეთებას.

ეს არის იმ ბირთვის დანგრევის მცდელობა, რომელიც მებრძოლი, იდეალისტური, სწრაფად განვითარებადი საქართველოს იდეას იკრებს გარშემო. ნუ დაიყვანთ ამ პროცესს პიროვნული ან პარტიული დაპირისპირების დონემდე, ყველას ესმოდეს, რომ დღეს წყდება დილემა მონურ არსებობასა და თავისუფლებას შორის. და ძალიან გთხოვთ, ნურც პათეტიურობაში დამადანაშაულებთ. ეს რეალობა სხვა ცნებებითა და ტერმინებით უბრალოდ არ აღიწერება"-წერს ბარნოვი "ფეისბუქში". 

სხვა სიახლეები