ნიკოლოზ რაჭველი და მარინა ბერიძე ნიკა გვარამიაზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებენ

  • 08 იანვარი 17:07
  • 2393

ნიკოლოზ რაჭველი და მარინა ბერიძე, რომლებიც "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე მომხდარი თავდასხმის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ, ინციდენტის დეტალებს იხსენებენ. 

მარინა ბერიძის განცხადებით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ. ნიკოლოზ რაჭველის თქმით, კი სუფრასთან  მათი საუბარი აპოლიტიკური იყო. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე  რესტორან "დაინინგ რუმში" თავდასხმა მოხდა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა.რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია. 

"შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ"- დაწერა გაჩეჩილაძემ "ფეისბუქში". 

მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

"გამოსვლისას, როდესაც ტოვებდა რესტორანს, მას მოესმა სახელი "გრეჩიხა", მამამისს რომ ახსენებდნენ და ამის საფუძველზე მივიდა იქ და დაარტყა,“- განაცხადა ლილი გელაშვილმა  "რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბრისას. 

ნიკა გვარამია გვიან ღამით სამართალდამცველებმა დაკითხეს. ის ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი მარტო არ იყო  და მომხდარი ჯგუფური თავდასხმაა.

სხვა სიახლეები