ჟორჟოლიანი: არ მინდა, მართალი აღმოჩნდეს, ამბავი იმაზე, რომ ნიკა მელიას მისი თანაგუნდელები ფრაქციიდან გააბუნძულებენ

  • 08 იანვარი 16:17
  • 1408

ინფორმაციას, რომლის თანახმადაც  ხვალ, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს  განიხილავენ, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება. 

"ძალიან არ მინდა, მართალი აღმოჩნდეს, ამბავი იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას ფრაქციიდან გააბუნძულებენ მისი თანაგუნდელები. არ მინდა მართალი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ძალიან ვინანებ ჩემი ერთადერთი ხმის მიცემას ამ პარტიისთვის.

ეს რა მეთოდებია? ამოფარებული მუშტებზე და სვეტურ ფლაერებზე? ხელების გადაგრეხვის, ძალადობის, ფეხის დადების... ძალადობა ყველგან დასაგმობია და თუ ეს ჯგუფი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ასე სჯის, გასაგებია მათი მომავალიც. ნიკა მელიას გადაყენება იქნება ნათელი დასტური "პოლიტიკისა" ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია და დავსჯით. და ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან"- წერს ჟორჟოლიანი "ფეისბუქში". 

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ადასტურებს, რომ ხვალ, ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს  განიხილავენ. 

სხვა სიახლეები