გზების დეპარტამენტი: სოფელ შორაპანთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

  • 08 იანვარი 15:12
  • 547

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, სოფელ შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

"გზის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაშტაბური სამუშაოები გასწია, შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24- საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სტიქიის მოცულობის მიუხედავად საავტომობილო მოძრაობის უმოკლეს ვადაში აღდგენა"-აცხადებენ უწყებაში. 

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ღამით, სოფელ შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.

"გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა 8000-მდე კუბი მიწა-კლდის ნაშალი, საიდანაც 100 ტონამდე დიდი ზომის ქვები იყო, რამაც კიდევ გაართულა სამუშაო პროცესი"- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

სხვა სიახლეები