ცოტნე გამსახურდია: "ოჯახის შეურაცხმყოფელს" ჩამქრალ შუქზე ზურგიდან არ ეპარებიან და ხმის ამოუღებლად, ინკოგნიტოდ არ ტყდებიან ტურასავით

  • 08 იანვარი 12:23
  • 2883

ცოტნე გამსახურდია  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

"ახლა არ დავწერ საკუთარ დამოკიდებულებაზე გვარამიას პერსონის ან "გრეჩიხების" მიმართ, არც სამართლებრივ ნიუანსებზე და მასზე, გამართულ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციები როგორ უნდა რეგულირდებოდეს.

პატარა "გრეჩიხოვიჩმა" - ეს იყო პასუხი ჩემი ოჯახის "შეურაცყოფაზეო".

უბრალოდ მინდა ავუხსნა იმ ორკლასდამთავრებულ "ჩემიდედაშგეფიჩები" მასტებს, რომლებმაც სიტყვა "შეურაცხყოფის" წერა ათწლეულებია ვერ ისწავლეს, რომლებსაც ცეხავიკურ გარემოში დაბადება ცხოვრებაში ყველაფრის უფლების მიმნიჭებელი ჰგონიათ და "კაცობაზე" და "ქუჩაზე" უყვართ ბევრი ლაპარაკი:

"ოჯახის შეურაცხმყოფელს" ჩამქრალ შუქზე ზურგიდან არ ეპარებიან და ხმის ამოუღებლად, ინკოგნიტოდ არ ტყდებიან ტურასავით.

ეს მაინც, რომ იცოდეთ. თუმცა, ყველას ისეთი "გმირი" ჰყავს, როგორიც/როგორსაც შეეფერება თავად"-წერს გამსახურდია "ფეისბუქში". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე  რესტორან "დაინინგ რუმში" თავდასხმა მოხდა. გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ "ფეისბუქში" დაწერა. 

"შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ"- დაწერა გაჩეჩილაძემ. 

რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია. 

ნიკა გვარამია გვიან ღამით სამართალდამცველებმა დაკითხეს. ის ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი მარტო არ იყო  და მომხდარი ჯგუფური თავდასხმაა.

 

 

სხვა სიახლეები