კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ 5 შვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

  • 07 იანვარი 22:22
  • 888

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მხარდაჭერით სამტრედიაში საშობაო კონცერტი გაიმართა.

კახა კალაძემ სამტრედიელებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ირინა და დათო კვინიკაძეების 5 შვილიანი ოჯახი სახლით დაასაჩუქრა.

კვინიკაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს და მეხუთე შვილი სულ ახალახანს შეეძინათ.

სხვა სიახლეები