ლევან გაჩეჩილაძე: რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად

  • 08 იანვარი 00:13
  • 2055

ლევან გაჩეჩილაძე  შვილის, რატი გაჩეჩილაძის მიერ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

„წავიდა პოლიციაში, კომუნიკაცია მქონდა, სახლში იყო და წავიდა, ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას ლევან გაჩეჩილაძე, რომ მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პატიმრობას ითვალისწინებს, გაჩეჩილაძე პასუხობს.

„რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა, ნიკა გვარამია ერთ-ერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის როცა დაგეგმავ, და როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის, ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო დღემდე მთავრდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ამ განცხადების შემდეგ გაჩეჩილაძეს ვთხოვეთ კითხვაზე პასუხი, უკავშირდებოდა თუ არა ნიკა გვარამიაზე თავდასხმა, რუსთავი 2-ში მის საქმიანობას, რაზეც ის პასუხობს - „მათ შორის რუსთავი 2-ში მოღვაწეობასაც უკავშირდება“.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა რესტორან დაინინგ რუმში მოხდა. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ რატი გაჩეჩილაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს ის დაესხა.

წყარო: რუსთავი 2

სხვა სიახლეები