ალილო თბილისში - მართლმადიდებელმა მრევლმა შობა ტრადიციული მსვლელობით აღნიშნა

  • 07 იანვარი 20:20
  • 491

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებელმა მრევლმა ტრადიციულ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვარდების მოედანზე დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. 

ალილოს მონაწილეები სიმბოლურად მწყემსებს და მოგვებს განასახიერებდნენ. მათ შობა პარლამენტის თავმჯდომარემ და წევრებმა, ასევე თბილისის მერმა მიულოცეს.

მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეშიც, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილმა საშობაო საჩუქრები გადასცა.

მსვლელობის პარალელურად საქველმოქმედო აქციაც გაიმართა, რომელზე შეგროვებული შემოწირულობა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ.

სხვა სიახლეები