შოთა არველაძემ 2017 წელს სამსახური დაკარგა

  • 05 იანვარი 15:42
  • 4667

ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ 2017 წელს სამსახური დაკარგა. არველაძე, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის თელავივის “მაქაბის” მწვრთნელად შარშან ზაფხულს დაინიშნა, გუნდმა უარყოფითი შედეგების გამო დაითხოვა.

ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “მაკაბი” ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, ჩემპიონატში კი 16 ტურის შემდეგ ლიდერ ბეარ შევას “აპოელს” 8 ქულით ჩამორჩება და ფეთახ თიკვას “მაკაბისთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

შოთას კლუბიდან გაშვებაზე საუბრები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს, კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად მისით უკმაყოფილო გულშემატკივრებიც იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შანსი მაინც მიეცა, რისი გამოყენებაც არველაძემ ვერ შეძლო. ბოლო მარცხი შოთასთან ერთად თელავიველებმა 2 იანვარს სტუმრად იერუსალიმის “ბეითართან” განიცადეს.

წყარო: kvira.ge

სხვა სიახლეები