საახალწლო კლიპს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ

  • 05 იანვარი 13:56
  • 2460

„ნიუ სტუდიო“ მიერ გადაღებული საახალწლო კლიპს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ირმა ინაშვილი მიმართავს შსს-ს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოხსნან კლიპი ინტერნეტ სივრციდან. კლიპს ასევე გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი,  მსახიობი იუნა შაფათავა.

„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტ სივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად“,-წერს დეპუტატი ირმა ინაშვილი.

„რა დონის პათოლოგია უნდა გადაიღო ადამიანმა, რომ გოგი გვახარია და ირმა ინაშვილი ერთდროულად აღაშფოთო?“,- წერს დავით ზურაბიშვილი.

„თუმცა იმდენი ნაგავია ინტერნეტში, ეს კიდევ შემდეგია. ეროვნულობის შეურაცხყოფაზე სამარცხვინო დაცინვა. გაუნათლებელის გაკეთებულია ან გამიზნულად ნეგატიურია“-წერს იუნა შაფათავა. 

 

სხვა სიახლეები