თამარ ჩერგოლეიშვილი: „არაერთი წელია ვხედავ, რომ მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი“

  • 05 იანვარი 13:02
  • 2030

„ტაბულას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამის შესახებ იგი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

„არაერთი წელია ვხედავ, რომ მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

არაერთი წელია ვთვლი, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - როცა კედელს უკეთებ, უკან იხევს და უფსკრულს შორდება.

თუ კედელში სუსტი რგოლი იპოვა, ჯეგავს და კვლავინდებურად უფსკრულისკენ მიიწევს.

ბავშვივითაა - იქამდე ტირის, სადამდეც გასდის.

ვისაც მიშას კარგად ყოფნა გსურდათ, მისთვის "არა"-ს თქმა უნდა გესწავლათ.

ზოგმა ეს ფიზიკურად ვერ შეძლო - დიდი ბიჭისთვის "არა"-ს თქმას მყარი ხერხემალი უნდა.

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მიშას ამ მდგომარეობით სარგებლობა გადაწყვიტა - მიშას "კარზე" ადგილი გამოთავისუფლდაო და მოჩვენებითი ძალაუფლების "15 წუთით" ტკბებიან (ძალიან ხანმოკლეა მათი ტკბობა).

ჩვენ, ვისაც "არა"-ს თქმა შეგვეძლო, ყველა რესურსი ამოვწურეთ.

მიშას უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

მას ახლა კაციშვილი აღარ ჰყავს გარშემო, ვინც გააჩერებს - მაგალითად აუხსნის, რომ გიგი უგულავას ცილისწამების კამპანია მხოლოდ მისთვისაა დამღუპველი.

ახლა, მიშას მემკვიდრეობის (ეს სიტყვა არ უყვარს) გულშემატკივრებს იმედად სარეცხის თოკებიღა გვაქვს, ეგებ თოკებს დაეცეს.

ძალიან, ძალიან ტრაგიკული ამბავია, მაგრამ იოლად პროგნოზირებადი იყო მათთვის, ვინც მიშას და ვითარებას კარგად იცნობდა.

ლიდერებო - მორჩილი ხალხის გეშინოდეთ! ურჩებს მოევლება!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

ახალი ამბები

2396 სტატია

სხვა სიახლეები