ბარნოვი უგულავას დასკვნით სიტყვაზე - „ბოდიშივით ჟღერს თუ მომეჩვენა“

  • 05 იანვარი 11:41
  • 2995

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „გირჩის" ყოფილი წევრის ანდრო ბარნოვის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ სასამართოში წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა პროგრამის განმახორციელებლებზე „ხელის შეწმენდას ჰგავს“.

„ბოდიშივით ჟღერს თუ მომეჩვენა? თან ისიც მომეჩვენა, რომ უბრალოდ აღარება კი არაა, არამედ ვინც ამ პროგრამას ახორციელებდა, იმათზე ხელის შეწმენდას გავს. მოკლედ, იმედია მომეჩვენა, თორემ ამდენი ხანი ხალხი მის უნადაშაულობას რომ იცავდა, ცოტა უხერხული გამოვა მათთან“, - წერს ანდრო ბარნოვი ფეისბუქზე.

ახალი ამბები

3163 სტატია

სხვა სიახლეები