ჯანეტ ჯექსონმა 50 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა

  • 04 იანვარი 11:23
  • 1065

ამერიკელმა მომღერალმა ჯანეტ ჯექსონმა 50 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა, ამის შესახებ ჟურნალი People იტყობინება. ვაჟს, ისსა დაარქვეს.

"ჯანეტ ჯექსონი და მისი მეუღლე, ვისა ალ-მანა ბედნიერები არიან მიესალმონ ვაჟის, ისსა ალ მანას (Eissa Al Mana) დაბადებას," - განუცხადა ჟურნალს მომღერლის წარმომადგენელმა.

მაიკლ ჯექსონის და, ჯანეტი და კატარელი მილიარდერი ვისა ალ-მანა 2012 წელს დაქორწინდნენ.

ჯანეტ ჯექსონი პოპულარული 1986 წელს გახდა, როცა მისი მესამე ალბომი Control გამოვიდა.

სხვა სიახლეები