პანკისში, „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ ოფისის დაწვა სცადეს

  • 04 იანვარი 11:03
  • 908

პანკისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ ოფისის დაწვა სცადეს. შენობას უცნობებმა აალებადი სითხე შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, დაზიანებულია ოფისის მცირე ნაწილი. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარი ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდება. იზა ბექაურის თქმით, ცოტა ხნის წინ მან მუქარისშემცველი შეტყობინებები მიიღო, რის მიხედვითაც, ორგანიზაციას ხეობაში მუშაობა უნდა შეეწყვიტა. ბექაური ამ ეტაპზე წერილის ავტორების დასახელებისგან თავს იკავებს.

„სამი პატარა 5 თუ 10 ლიტრიანი ჭურჭელია მოტანილი, ბენზინია თუ სალიარკა ვერ გავარკვიე, ის არის გარეთ, აივანზე დასხმული და შიგნით ფანჯარაა გატეხილი და ლინოლიუმი გვიგია და იქ არის დასხმული, რა თქმა უნდა, სპეციალურად არის, იმიტომ, რომ ჩვენ აქ სალიარკა და ბენზინი არ გვაქვს. მე კონკრეტულად არ შემიძლია დავასახელო, არ ვიცი ვინ გააკეთა ეს, მაგრამ ამ ბოლო დროს, ნოემბერში, „ფეისბუქის“ საშუალებით მქონდა ძალიან ბევრი მუქარები ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საქმიანობა არ მოსწონთ“,-განაცხადა ბექაურმა.

სხვა სიახლეები