"ტიტანიკის" ჩაძირვის ახალი მიზეზი გამოითქვა

  • 02 იანვარი 23:08
  • 2656

ჟურნალისტმა შენონ მოლინიმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სადაც ავტორი აცხადებს რომ "ტიტანიკის" ჩაძირვის მიზეზი შეიძლება ქვედა გემბანზე გაჩენილი ხანძარი იყო. ამის შესახებ The Independent წერს.

ბრიტანულმა ტრანსატლანტიკურმა გემმა "ტიტანიკმა" პორტი 1912 წლის 10 აპრილს დატოვა და 14-დან 15-აპრილის ღამეს ჩაიძირა. კატასტროფის ოფიციალურ მიზეზად, რომლის დროსაც 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,  აისბერგთან შეჯახება სახელდება.

რამდენიმე ხნის წინ მოლინიმ აღმოაჩინა ფოტოები, სადაც დაფიქსირებულია გემის მარჯვენა კორპუსი, რომელიც აისბერგთან შეჯახებისას დაზიანდა, თუმცა სწორედ ამ ადგილას ჩანს  9 მეტრიანი შავი ლაქები.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ გემზე ძლიერი ხანძარი ჯერ კიდევ პორტში გაჩნდა და ლაქებიც ამაზე მიუთითებს. მოლინი მიიჩნევს, რომ ეკიპაჟის წევრებმა მგზავრებს არაფერი აცნობეს და ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა გარკვეულ მომენტში ტემპერატურამ ათას გრადუსამდე მიაღწია და ჟურნალისტის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ფოლადის კორპუსი დასუსტდებოდა და დაუცველი გახდებოდა აისბერგთან შეჯახების დროს.

ნინო ჩხეიძე

2392 სტატია

სხვა სიახლეები