რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

  • 01 იანვარი 14:04
  • 4260

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა, 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილი ძველი რუსთავიდან მაღალი სიჩქარით მოდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალს დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ მანქანა ამოტრიალდა და ცეცხლი წაეკიდა.

ავტომობილში 5 მამაკაცი იმყოფებოდა, მათი ასაკი 20-დან 25 წლამდე არის, ხუთივე ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

სხვა სიახლეები