როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში

  • 31 დეკემბერი 2016, 23:20
  • 1072

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით, .1-ელ იანვარს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი იქნება; ღამით - 1-6 გრადუსი. მთაში ღამით -1;-6; მაღალმთაში -8;-3 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ღამით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით მცირე წვიმა, მთასა და მაღალმთაში - თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5;0; დღისით 6-11 იქნება.

1-ელ იანვარს თბილისში ღამით -2 გრადუსი, დღისით კი 9 გრადუსი იქნება. შესაძლო მცირე წვიმა.

2 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი და ყინვები შენარჩუნდება.აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტესად ნალექი თოვლი სახით იქნება, დღისით უმეტესად უნალექოდ. ბარში ღამით მოსალოდნელია -2; +3 გრადუსი; დღისით - 5-10 გრადუსი.თბილისში ღამით მცირე წვიმა იქნება, დღისით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

3 იანვარს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სხვა სიახლეები