გირჩის ლიდერმა მარიხუანას კულტივაცია პირდაპირ ეთერში მოახდინა

  • 31 დეკემბერი 2016, 21:37
  • 2220

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში მარიხუანას კულტივაცია მოახდინა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ამით მან დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას, ან კულტივირებას გულისხმობს.

„ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არ არის მარიხუანას მოწევისთვის ბრძოლა. საბოლოო ჯამში, ესაა ბრძოლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებისთვის.

ადამიანის სხეული არის მისი ნომერი პირველი საკუთრება და სახელმწიფოს საქმე არაა ადამიანი საკუთარ სხეულს რას უზამს, მათ შორის, არც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სხეულს ზიანს აყენებს.

დღეს, რაც ჩვენს ოფისში ხდება, ესაა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მსგავსიც მსოფლიო ისტორიას არაერთი ახსოვს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ. პრაქტიკულად, დღეს ხდება ამ გამარჯვების გაფორმება.

თავისუფლებისთვის ნებისმიერი ბრძოლა განწირულია გამარჯცებისთვის, თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დათმონ საკუთარი თავისუფლება ამ ბრძოლისთვის.

ჩვენთან ოფისში არის ასეთი ათეულობით ადამიანი, რომელიც მზადაა დათმოს საკუთარი თავისუფლება იმისთვის, რომ იბრძოლოს მეტი თავისუფლებისთვის.

ხელში მიჭირავს კანაფის თესლი, რომელიც ჩამოტანილია ოტობაიადან. მე თქვენ თვალწინინ, იდეაში, ახლა დავარღვევ კანონს, როგორც კი დავიწყებ კულტივაციას და დავასხამ მასზე წყალს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი, ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, იგი დაელოდება, თუ რა რაეგიარებას მოახდენენ აღნიშნულ ქმედებაზე სამართალდამცავი ორგანოები.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები