უცხოური მედია: შუმახერის მკურნალობაზე ოჯახმა 16 მილიონი ევრო დახარჯა

  • 31 დეკემბერი 2016, 00:28
  • 3329

ცნობილი ავტომრბოლელის მიხეილ შუმახერის ოჯახმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სპორტსმენის მკურნალობაში 16 მილიონი ევრო დახარჯა.

Mirror-ის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი კვირის სამედიცინო ანგარიშები 135 ათას ევროს შეადგენს.

მედიის ინფორმაციით, შუმახერის მეუღლემ უკვე გაყიდა ავტომრბოლელის პირადი თვითმფრინავი და სახლი ნორვეგიაში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს შუმახერმა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები, საფრანგეთში, თხილამურზე სრიალის დროს მიიღო.

 

სხვა სიახლეები