აფეთქების შედეგად ოჯახის სამმა წევრმა დამწვრობა მიიღო

  • 29 დეკემბერი 2016, 15:28
  • 1389

ნინოწმინდის სოფელ განძაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ოჯახის სამმა წევრმა დამწვრობა მიიღო.

როგორც news.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.

„სამივე პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. მათი მდგომარეობა მძიმეა. ერთერთ პაციენტს - ფეხმძიმე გოგონას გაუკეთდა სასწრაფო საკეისრო კვეთა. ბავშვი გადაყვანილია ახალშობილთა რეანიმაციაში. სამივე მათგანი აგრძელებს მკურნალობას", - აცხადებს გუგა ქაშიბაძე და დასძენს, რომ პაციენტებს საკმაოდ მძიმე დამწვრობები აქვთ მიღებული.

ახალი ამბები

2360 სტატია

სხვა სიახლეები