ვის დარჩება ჯორჯ მაიკლის მრავალმილიონიანი ქონება

  • 29 დეკემბერი 2016, 10:22
  • 1710

ცნობილი ბრიტანელი მომღერლის და კომპოზიტორის ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. თაყვანისმცემლებმა მაიკლის სახლთან  ყვავილები, სანთლები და წერილები მიიტანეს.

როგორც ცნობილია ჯორჯ მაიკლს ანდერძი არ დაუტოვებია, ამიტომ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვის დარჩება მომღერლის მრავალმილიონიანი ქონება.  მემკვიდრეებად მომღერლის პარტნიორი, მისი დები და ნათლულები განიხილებიან.

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემებს ასახელებენ, თუმცა როგორც მისმა მეზობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომღერალი ერთი წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულების გამო, სისტემატურად გადაჰყავდათ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი 25 დეკემბერს, ღამით საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მომღერლის ცხედარი მისმა პარტნიორმა დილით საწოლში იპოვა.

სხვა სიახლეები