ქუმსიშვილი: ოპტიმიზაციის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე

  • 29 დეკემბერი 2016, 09:46
  • 327

ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უწყებებში მოსალოდნენ ოპტიმიზაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია პროცესი იყოს გამჭვირვალე. ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობამ  მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დაასაბუთოს და თქვას, რომ გადაწყვეტილებების მიღება მთავრობის ეფექტურობის ასამაღლებლად ხდება.

„თუ იქნებიან ადამიანები, ვინც ოპტიმიზაციაში მოყვებიან, შეიძლება დარჩეთ უსამართლობის განცდა, მაგრამ თვითონ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მთავრობა უნდა იყოს მაქსიმალუად ეფექტური, მაშინ ჩვენ უნდა დავასაბუთოთ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და ვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიღებთ ჩვენი ეფექრუტრობის ასამაღლებლად“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

სხვა სიახლეები