საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე ოქრიაშვილი

  • 28 დეკემბერი 2016, 22:39
  • 1865

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოება სასტუმრო "რუმს ჰოტელ თბილისში" გაიმართა.

აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: გურამ კაშია, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი. რაც შეეხება სხცა ნომინაციებს, პრიზები ასე გადანაწილდა: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი, საუკეთესო მსაჯი - გიორგი ვადაჭკორია, საუკეთესო მწვრთნელი - გია ცეცაძე, ფუტზალის საუკეთესო ფეხბურთელი - ზვიად კუპატაძე, საუკეთესო გოლი - ნიკა მაისურაძე, ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ლანა გიორგაძე, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ბუდუ ზივზივაძე, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - გულნარა გაბელია, საუკეთესო ბომბარდირი 2015-16 სეზონის - გიორგი ქვილითაია, გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ბუდუ ზივზივაძე, ქალებში კი აღნიშნული ჯილდო ნინო ჭუჭულაშვილმა მოიპოვა.

სხვა სიახლეები