თსუ ფუტსალის თასის მფლობელი მესამედ გახდა

  • 27 დეკემბერი 2016, 11:20
  • 1495

ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტმა (თსუ) საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდი დაამარცხა და თასის მფლობელი მესამედ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ავრცელებს.

ფუნალის შემდეგ, საუკეთესო მეკარე და მოთამაშედ თსუ-ს წარმომადგენლები დაასახელეს. საუკეთესო მეკარედ ნიკოლოზ ფხაკაძე აღიარეს, ხოლო მოთამაშედ - ფინალის ერთადერთი გოლის ავტორი ნიკოლოზ კურტანიძე.

„ეს იყო ლამაზი სეზონის ლამაზი დასასრული. ყველას გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს!“ - აცხადებს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები