ჯორჯ მაიკლის პარტნიორმა დუმილი დაარღვია

  • 27 დეკემბერი 2016, 10:28
  • 4345

ჯორჯ მაიკლის პარტნიორმა, ფადი ფავაზმა მომღერლის სიკვდილთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია და 26 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაიხსენა, როგორ იპოვა პარტნიორის ცხედარი.

„ეს არის შობა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, როგორ აღმოვაჩინე გარდაცვლილი პარტნიორი საწოლში. ეს იყო პირველი რაც მოხდა დილით. ყოველთვის მომენატრები“ - წერს სოციალურ ქსელში მომღერლის პარტნიორი.

ფადი ფავაზმა სოციალურ ქსელში მთავარი ფოტოც შეცვალა, ფოტოთი სადაც მაიკლს ლოყაზე კოცნის და სათაურად გაიმეორა ფრაზა „ყოველთვის მომენატრები“.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომხდარს მსოფლიო ვარსკვლავები გამოეხმაურნენ.

სხვა სიახლეები