სტანისლავ სადალსკი მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ

  • 26 დეკემბერი 2016, 15:07
  • 1883

სტანისლავ სადალსკიმ Sobesednik.ru - სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაქსიმ გალკინის ტელეშოუს  «Лучше всех» პერსექტივა არ აქვს.

 მსახიობის განცხადებით, გალკინს ბავშვებთან ურთიერთობა არ შეუძლია და ამ შოუს უკეთ ივან ურგანტი წაიყვანდა.

სადალსკის მიაჩნია რომ გალკინი ბავშვებს ქათმის ენაზე ესაუბრება - "ასე არ შეიძლება", დასძინა მსახიობმა. 

"იდეალურად შეუძლია ბავშვებთან ურთიერთობა ივან ურგანტს. ის მათ როგორც თანატოლებს ისე ესაუბრება. ეს კი ... ენას უჩლიქავს... თითქოს ეკითხება: "წავიდე?" ხოდა სულ გინდა უთხრა "წადი!"

ქედმაღლობის მეტს მასში ვერაფერს ვხედავ! იცით ეს როგორ არის, როგორც ერთი კლასიკოსის ნათქვამი - "ბავშვებისათვის, როგორც დიდებისათვის ისე უნდა წერო, ოღონდ უკეთესად!" ასეა აქაც.

გალკინს კი ეს არ შეუძლია!". 

ცნობისათვის, მაქსიმ გალკინის შოუ «Лучше всех» საკმაოდ პოპულარულია რუსულ მედიასივრცეში. 

სხვა სიახლეები