„გემშვიდობები მეგობარო! კიდევ ერთმა არაჩვეულებრივმა არტისტმა დაგვტოვა“

  • 26 დეკემბერი 2016, 10:48
  • 2273

მსოფლიო  ვარსკვლავები, ცნობილი ბრიტანელი მომღერლის ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

„ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ეხლახანს შევიტყვე ჩემი მეგობრის, ჯორჯ მაიკლის სიკვდილის შესახებ. ის იყო უნიჭიერესი“.

„ ღრმა შოკში ვარ, დავკარგე საყვარელი მეგობარი, ყველაზე კეთილი, დიდსულოვანი და შესანიშნავი არტისტი. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და მის გულშემატკივრებს“.

„უკვე მენატრები! მადლობა რადიკალური აქტივიზმისთვის ლგბტ საზოგადოებაში! ყოველთვის მეყვარები!“- წერენ  ვარსკვლავები.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ მაიკლი გუშინ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

სხვა სიახლეები