ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

  • 26 დეკემბერი 2016, 10:13
  • 1324

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ მაიკლი, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გული სახელდება. 

„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საყვარელი შვილი, ძმა და მეგობარი საშობაო პერიოდში სახლში მშვიდ გარემოში გარდაიცვალა“, - განაცხადა მაიკლის ოჯახმა მომხდართან დაკავშირებით.

ჯორჯ მაიკლის პუბლიცისტის განცხადებით, მომღერალი არ ავადმყოფობდა. მისი მენეჯერი გარდაცვალების მიზეზად გულს ასახელებს.

სხვა სიახლეები