ურეკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

  • 24 დეკემბერი 2016, 10:47
  • 1686

ურეკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ავარიის შედეგად ურეკში, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

სხვა სიახლეები