რუსთავში მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

  • 23 დეკემბერი 2016, 21:40
  • 1606

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა, ისინი ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია ცოლ–ქმარი.

 შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

სხვა სიახლეები