საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს

  • 23 დეკემბერი 2016, 16:24
  • 1523

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს. ხაბელოვმა 78 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ირაკლი მეძმარიაშვილმა კი - 57. არჩევნებში სულ 135 დელეგატი მონაწილეობდა. ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტია და კომიტეტს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო, ეს ხმები ნამდვილად არის სპორტისთვის მიმართული და რასაც ჩვენ ვაკეთებდით, უფრო კარგად გავაკეთებთ. ეს არის მანდატი სპორტში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერი საკითხი დავაყენოთ, რათა გადაწყდეს ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ უწყებასთან“,-განაცხადა ხაბელოვმა.

 

სხვა სიახლეები