ეკატერინბურგში დედა ორი შვილის მკვლელობისა და ერთი შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააკვეს

  • 23 დეკემბერი 2016, 14:23
  • 1389

ეკატერინბურგში 37 წლის დედა ორი შვილის მკვლელობისთვის დააკვეს. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების თანახმად, 2005-2006 წლებში, ბრალდებული ახალშობილ შვილს მედიკამენტს ასმევდა, რომელიც სისხლი შედედებას უშლიდა ხელს. რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა. ანალოგიურ „წამალს“ ასმევდა, 3 წლის განმავლობაში, 2012 წელს დაბადებულ მეორე შვილსაც, რომელიც ასევე გარდაიცვალა.

ამის გარდა, ის ტოქსიკური ნივთიერების შემცველ პრეპარატს ასმევდა 8 წლის შვილსაც, რა დროსაც ქალი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 8 წლის ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. 

სხვა სიახლეები