საქართველოს ძალოსნობის ნაკრებმა ბაქოში 2 ვერცხლის მედალი აიღო

  • 22 დეკემბერი 2016, 23:40
  • 983

ბაქოში გამართულ ტურნიზრე საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წევრებმა გიორგი ჩხეიძემ და რეზი დავითაძემ ვერცხლის მედლები აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

20-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გიორგი ჩხეიძემ 368 (165+203) კილოგრამი დააფიქსირა და სინკლერით 397.7 დააგროვა

20+ ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი რეზი დავითაძემ მოუტანა, რომელმაც 333 (150+183) კილოგრამი დააფიქსირა, სინკლერში კი - 402.8 კგ.

ახალი ამბები

1874 სტატია

სხვა სიახლეები