მონიკა ბელუჩის დაცვამ რუსი ჟურნალისტები სცემა (ვიდეო)

  • 22 დეკემბერი 2016, 00:36
  • 2954

მონიკა ბელუჩის დაცვამ რუსი ჟურნალისტები მოსკოვის ცენტრში მაშინ სცემა, როცა ისინი მსახიობისაგან ავტოგრაფის აღებას ცდილობდნენ.

ფოტოგრაფი ომარ ლესნიკოვი და მისი მეგობარი, ბლოგერი ანტონ რომანოვი მსახიობის მანქანას მიუახლოვდნენ. დაცვამ მიიჩნია, რომ მედიის წარმომადგენლები ზედმეტად მიუახლოვდნენ ბელუჩის და მამაკაცებს უკან დახევა მოსთხოვეს. თუმცა, ფოტოგრაფს მათი მიმართვა არ მოეწონა და უცენზურო სიტყვებით დაიწყო ყვირილი, მას მხარი აუბა ბლოგერმაც.

Life.ru აღნიშნული ინციდენტის ვიდეოს ავრცელებს.

ნინო ჩხეიძე

2392 სტატია

სხვა სიახლეები