ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა

  • 17 დეკემბერი 2016, 20:57
  • 2059

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გეგა გეგეშიძემ გაიმარჯვა, მან 46 ხმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ 22, ხოლო ესტატე გოგლიჩიძემ 3 ხმა მიიღო.

მაუწყებლის ინფორმაციით, არჩევნების პროცედურის დასრულებამდე, დაპირისპირება მოხდა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის, ერთერთ დელეგატს ხმის მისაცემად აუცილებელი მინდობილობა თან არ ჰქონდა და ამ დოკუმენტის გარეშე დაუშვეს ხმის მისაცემად.

ამ ფაქტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კანდიდატების მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა და ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა.

ახალი ამბები

3136 სტატია

სხვა სიახლეები