აჭარის მსგავსად, დიდთოვლობის გამო ზვავი მესტია-ჯვარის ცენტრალურ გზაზეც ჩამოწვა

  • 11 დეკემბერი 2016, 22:49
  • 494

ინტენსიურად თოვს საქართველოს მთიანეთში, ზემო აჭარაში, ხულოში მოსულმა უხვმა ნალექმა ზვავი გამოიწვია, რის გამოც გოდერძის უღელტეხილამდე მისასვლელი გზა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო. გადაუღებელმა თოვამ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც ელექტროენერგია ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარს არ მიეწოდება.

აჭარის მსგავსად, დიდთოვლობის გამო ზვავი მესტია-ჯვარის ცენტრალურ გზაზეც ჩამოწვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექის ინტენსივობა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში საღამოდან შესუსტდება. 13 დეკემბრიდან კი მთელ საქართველოში მოთოვს.

სხვა სიახლეები