დედაქალაქში ტემპერატურა - 5, -6 გრადუსამდე დაეცემა

  • 06 დეკემბერი 2016, 21:47
  • 832

უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ყინვა გაძლიერდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში, შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა. 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში შესაძლოა -13, -14 გრადუსი დაფიქსირდეს.

ტემპერატურის მკვეთრად დაცემაა მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსიდან -20 გრადუსამდე იქნება, დედაქალაქში კი ტემპერატურა - 5, -6 გრადუსამდე დაეცემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე კვლავინდებურად ფიქსირდება ლიპყინული და ნარჩუნდება საშიშროება.

სხვა სიახლეები