უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო კლებაა მოსალოდნელი

  • 05 დეკემბერი 2016, 16:28
  • 1017

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო კლება და ნალექია მოსალოდნელი.

დღეს, დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, იმერეთისა და სამეგრელოს რაიონებში კი მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.

ხვალ დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, თუმცა ღამით ყინვა გაძლიერდება, დღის ტემპერატურა კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს ბარში უახლოესი დღეების განმავლობაში ღამით, -2 -3 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 5 -დან 7 გრადუსამდე გათბება.

7-8 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი ზოგან თოვლის სახით.

აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი. რაც შეეხება ტემპერატურას, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 7 დეკემბერს ღამით – 6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, 8 დეკემბერს კი -10 -12.

სხვა სიახლეები