Adidas-ის ახალი ფეხსაცმელი თითქმის მთლიანად პლასტმასისგანაა დამზადებული

  • 17 ნოემბერი 2016, 17:25
  • 1326

Adidas-მა ახალი ფეხსაცმელი გამოუშვა, რომელიც დახვეწილი დიზაინის გარდა გამორჩეულია იმით, რომ თითქმის მთლიანად დამზადებულია გადამუშვებული პლასტმასისგან, რომელიც ოკეანეში მოიპოვეს.

კომპანიამ ასეთი ფეხსაცმლის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რადგან სურდა მცირე წვლილის შეტანა ოკეანის დაბინძურებისგან გათავისუფლებაში. 

ფეხსაცმელი მალე გამოვა გაყიდვაში და ის 220$ ეღირება.

2017 წელს კომპანია 1 მილიონი ფეხსაცმლის გამოშვებას აპირებს, რომელიც 11 მილიონი პლასტიკური ბოთლისგან იქნება დამზადებული. 

არსებული ინფორმაციით, ყოველ წელს ოკეანეში 8 მილიონი ტონა პლასტმასი იყრება.

დღეს ოკეანეში 5,25 ტრილიონი პლასტმასის სხეულია ჩაშვებული. 

სხვა სიახლეები