აშშ-ში მეცნიერება "სიკვდილის ტბა" აღმოაჩინეს (ვიდეო)

  • 03 ნოემბერი 2016, 15:53
  • 2335

ახალ ორლეანში მეცნიერებმა წყალქვეშა ტბა აღმოაჩინეს, რომელიც ყველაფერ ცოცხალს კლავს. ორწლიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტბის წყალი ზღვის წყალზე 5-ჯერ მეტ მარილს შეიცავს.

ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.

"ამ ადგილს "სიკვდილის ჯაკუზი" ვუწოდეთ, რადგანაც ის თბილია, მარილიანია და კლვას ყველაფერ ცოცხალს, რაც მასში ხვდება. ვნახეთ უამრავი მკვდარი კიბორჩხალა და თევზი. ეს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია, რომელიც ოდესმე აღმოგვიჩენია," - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, ერიკ კორდესმა.

მეცნიერებმა წყალქვეშა ტბა, რომელიც 1 000 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, 2014 წელს აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტბა ორი ფენისაგან შედგება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირველ ფენაში წყლის ტემპერატურა + 7,8 გრადუსია, მეორე ფენა მაღალი შემცველობის ნახშირწყალბადით ხასიათდება და იქ ტემპერატურა, დაახლოებით 19 გრადუსია.

 

სხვა სიახლეები