მეცნიერებმა დინოზავრის გაქვავებული ტვინი აღმოაჩინეს

  • 28 ოქტომბერი 2016, 10:38
  • 1002

მეცნიერებმა, პირველად ისტორიაში, დინოზავრის გაქვავებული ტვინი აღმოაჩინეს. როგორც BBC წერს, ინგლისის სამხრეთ ნაწილში, 12 წლის წინ ნაპოვნი ყავისფერი ქვა დინოზავრის ტვინი აღმოჩნდა. მეცნიერების თქმით, ტვინი კარგად არის შენახული, რადგან დინოზავრის თავი, მისი სიკვდილის შემდეგ, მომენტალურად აღმოჩნდა მაღალი მჟავიანობის წყალში.

პალეონტოლოგის თქმით, აღმოჩენილი ტვინი დიდ ბალახისმჭამელ დინოზავრს ეკუთვნის. გაქვავებული ტვინი დაახლოებით 130 მილიონი წლისაა.

BBC-ის ინფორმაციით, ტვინი სასექსში 2004 წელს აღმოაჩინეს. 130 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ტვინს ჩიტებისა და ნიანგების ტვინებს ამსგავსებენ. 

სხვა სიახლეები